ვრცელდება ამერიკაში, 33 წლის ქართველი ბიჭის მკვლელობის კადრები - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით?

ვრცელდება ამერიკაში, 33 წლის ქართველი ბიჭის მკვლელობის კადრები - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით?

  • 11-Feb-2025, 11:12
  • გი­ორ­გის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ჩა­მო­სას­ვე­ნებ­ლად საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რომ ოჯახს და­ეხ­მა­რონ და შე­აგ­რო­ვონ ჩა­მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი თან­ხე­ბი.

"ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, გთხოვთ გა­და­ა­ზი­ა­როთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ მის ოჯახს. საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა სა­ჭი­რო გი­ორ­გის სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად. ის არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შე­სა­ბა­მი­სად, არ აფი­ნან­სებს სა­კონ­სუ­ლო გად­მოს­ვე­ნე­ბას. გთხოვთ, გა­და­ა­ზი­ა­როთ და რი­თაც შე­გეძ­ლე­ბათ დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ ოჯახს. გი­ორ­გი 33 წლის იყო და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გო­ბა­რი თეო მი­ქე­ლა­ძე.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს ოჯა­ხი, ის ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ისევ წა­ვი­და. ისე წლე­ბია იქ ცხოვ­რობს, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო და ამი­ტომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­ჩე­რეს.

რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მის ჩა­მო­სას­ვე­ნებ­ლად 10000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ამი­ტომ ახლა ახ­ლობ­ლე­ბი ამ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

  • ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, 33 წლის ახალ­გაზ­რდას პო­ლი­ცი­ე­ლის გას­რო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცე­ცხლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბი­სას გახ­სნეს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლილს სი­ცო­ცხლე­ში­ვე მი­ყე­ნე­ბუ­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი თა­მარ აბე­სა­ძე გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი იყო. ის ძა­ლი­ან წუხს მომ­ხდა­რის გამო და ოჯახს, მის სა­ნა­თე­სა­ვოს, სა­მე­გობ­როს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

ად­ვო­კა­ტი თა­მარ აბე­სა­ძე:

- ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია და გულ­სატ­კე­ნია ასე­თი ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი რომ არ იქ­ნე­ბა ჩვენს გვერ­დით. გი­ორ­გი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. დღეს ეს მძი­მე ამ­ბა­ვი გა­ვი­გე და გული მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან. ორი შვი­ლის მამა იყო. ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, მისი ცოლ- შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. გი­ორ­გის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და და ამის გამო შე­უ­ჩე­რეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. აღ­დგე­ნის სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. რო­გორც შე­ვი­ტყვე, გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად 10 000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო, რად­გან არ ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა. რო­გორც ჩანს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას პი­რა­დად იც­ნობ­და, ავ­რცე­ლე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ცდი­ლო­ბენ ახლა ოჯახს და­ეხ­მა­რონ ამ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს მისი სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა.

- თა­მარ, მომ­ხდარ ფაქ­ტზე რა იცით, ვინ მოკ­ლა გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი?

- დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. რო­გორც ვიცი, მას ადრე და­პი­რის­პი­რე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს იმ ფაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა. კონ­ფლიქ­ტი ადრე და­ი­წყო, ამა­ზე გი­ორ­გიმ თა­ვად მი­ამ­ბო. მან მი­თხრა, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ამე­რი­კელ თეთრკა­ნი­ა­ნებს ძა­ლი­ან ავიწ­რო­ებ­დნენ, ჩაგ­რავ­დნე­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, გი­ორ­გი თეთრკა­ნი­ანს გა­მო­ე­სარ­ჩლა, არ მის­ცა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებს მათი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბა. ამის გამო მო­უხ­და მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც იყო. რო­გორც ვიცი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის ისეთ კლან­თან მო­უხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გის, იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მო­ეკ­ლათ, ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. აქ წა­მო­ი­წყო თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი. მერე შე­ირ­თო ცოლი, შე­ე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის...

რო­გორც ვიცი, გი­ორ­გის დედა ცხოვ­რობ­და წლე­ბი ამე­რი­კა­ში, მას ჰქონ­და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ამ გზით მი­ი­ღო გი­ორ­გი­მაც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ მერე დედა ავად გახ­და, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამე­რი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. მი­თხრა, დე­დის ფერ­ფლი ჩა­მო­ვი­ტა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­შიო. მა­მაც გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. რო­გორც ვიცი, მისი დაც ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში. ახლა მას და­უ­რე­კავს გი­ორ­გის მე­უღ­ლის­თვის და ეს მძი­მე ამ­ბა­ვი უთ­ქვამს. რო­გორც ვიცი, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სახ­ლთან ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს და იქ მოკ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით. რად­გან ჩა­საფ­რე­ბა იყო, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა, ეტყო­ბა მი­აგ­ნეს. ტყვია და­ა­ხა­ლე­სო სახ­ლთან, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. ვფიქ­რობ, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ არის ცნო­ბი­ლი და იქა­უ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ არ სა­უბ­რო­ბენ. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მოს­ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მაა იმი­ტომ, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი. 10000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო მის სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად.

ახლა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბას. გი­ორ­გი ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ის უყ­ვარ­და ყვე­ლას, ვინც მას იც­ნობ­და. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო ჰქონ­და, ბევ­რი სა­მე­გობ­რო ჰყავს, კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არ იყო ისე­თი, რომ აგ­რე­სია გა­მო­ეწ­ვია ვინ­მე­ში. მეც მი­რე­კავ­და იქი­და­ნაც, ახლა გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. სახ­ლთან დახ­ვდნენ და მოკ­ლეს. არ და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და თავს ვი­ღა­ცებს, ასე­თი იყო ბუ­ნე­ბით. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო. რო­გორც მე ვიცი, იქ რომ წა­ვი­და მუ­შა­ობ­და, ოჯახს პატ­რო­ნობ­და და კარ­გად იყო. კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, გა­დაგ­ყვე­ბო­და თან. გი­ორ­გის კი­დევ ერთ ნაც­ნობს ვე­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა მან გვი­თხრა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი არ იცის. გი­ორ­გის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა გა­მო­აკ­ლდა ამ სამ­ყა­როს. არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი, არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ამი­ტომ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რა მოხ­და.

ჩვენ გი­ორ­გის მე­უღ­ლეს­თა­ნაც ვცა­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მძი­მეა მისი ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ მან ვერ შეძ­ლო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, და­ა­კა­ვეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

კითხვის გაგრძელება