9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- 08-Feb-2025, 22:52
სასწორი
ტელეფონზე საუბარი და პირადი პრობლემები სამსახურზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელს გიშლით, ამიტომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ და თქვენი უშუალო მოვალეობები შეასრულოთ. მოერიდეთ საქმის სამომავლოდ გადადებას და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ. სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავს ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.
მორიელი
ამ დღეს ახალ საქმეებს და ექსპერიმენტების ჩატარებას უნდა მოერიდოთ და მხოლოდ მარტივი, კარგად ნაცნობი საქმები აკეთოთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანთან შექმნილი უთანხმება დაძლიოთ, გაუგებრობა გაარკვიოთ, თუ საჭიროა, ბოდიში მოიხადოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შედგენილი გეგმების განხორციელება მოახერხოთ. მცირე პრობლემები თუ უსიამოვნებები მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. შესაძლებლობა გქნებათ, რომ ახლობელი ადამიანების გამოცდილება გაიზიაროთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ.
თხის რქა
საკუთარ გეგმებსა და იდეებზე უარს ნუ იტყვით, იმის მიუხედავად, რომ კოლეგები არ გეთანხმებიან. გაუზიარეთ საკუთარი აზრები პროფესიონალ ადამიანებს და მათგან შეიძლება სასარგებლო რჩევა ან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
მერწყული
ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ - ახლობელ ადამიანებს თქვენი არ ესმით და თქვენს იდეებს არ ეთანხმებიან. გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და უსარგებლო საუბრებზე დრო არ დაკარგოთ, მით უმეტეს, რომ ახალს და საინტერსოს ვერაფერს გაიგებთ.
თევზები
ფიქრი და თვითანალიზი საკუთარი შეცდომების გააზრებაში, მოძრაობის მიმართულების და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ეცადეთ, სიახლეები მშვიდად მიიღოთ და მოვლენების განვითარება არ დააჩქაროთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.