იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!
- 07-Feb-2025, 15:58
ასე რომ, ხახვის შენახვა მხოლოდ გაუფცქვნელ მდგომარეობაში შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშრებით. ხახვი (მათ შორის მწვანე ხახვიც), ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ, ჭარბი მოხმარება ადვილი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის.
თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ხახვზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან ასევე აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი. ხახვის წვენი აძლიერებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ პროცესს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ხახვი უარყოფითად მოქმედებს ასევე გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო, მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალად მიირთვათ იგი. ზიზღის გრძნობა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალი იმაზე, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.
უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თადაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ.
მოხარშული და შემწვარი ხახვი
ხახვის საზიანო თვისებები არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს იგი თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი – რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს იგი შეიწოვს მთელ კარცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კარცეროგენები კი, ყველამ იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები საერთოდ ურჩევენ უარი თქვან ხახვის მიღებაზე ნებისმეირი ფორმით.