გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში მანქანა გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში მანქანა გადავარდა

  • 04-Mar-2025, 13:26

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მანქანა გადავარდა - ამის ამსახველ ვიდეოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ამ წუთებში, მდინარეში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე რამდენიმე საპატრულო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითა რის შემოსაზღვრული.