ტემპერატურა ძალიან იმატებს - მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი საქართველოში

ტემპერატურა ძალიან იმატებს - მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი საქართველოში

  • 03-Mar-2025, 17:20

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში გამოიდარებს და შესაძლოა ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +10, +12 გრადუსსაც მიაღწიოს.

"3 მარტიდან ასევე შეიმჩნევა, რომ ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და შესაძლებელია 8 მარტის ჩათვლით, დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ (გურია, აჭარა, სამეგრელოს დაბლობ რაიონებში) მიაღწიოს 10, 12 გრადუსს“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.