“ძვირფასო ბადრა ზურაბის ძევ… “- რა მიმართვას ავრცელებს ვლადიმერ პუტინი?

“ძვირფასო ბადრა ზურაბის ძევ… “- რა მიმართვას ავრცელებს ვლადიმერ პუტინი?

  • 03-Mar-2025, 10:08

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბად­რა გუნ­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს.

“ძვირ­ფა­სო ბად­რა ზუ­რა­ბის ძევ, გთხოვთ მი­ი­ღოთ ჩემი გულ­წრფე­ლი მი­ლოც­ვა აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ რუ­სეთ-აფხა­ზე­თის მე­გობ­რუ­ლი, სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი მოძ­მე ხალ­ხე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ“, – ნათ­ქვა­მია პუ­ტი­ნის მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. „საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის“ მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც, ე.წ. „ცეს­კოს“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ბად­რა გუნ­ბამ “გა­ი­მარ­ჯვა“.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. „ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია“ აცხა­დებს, რომ „საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა“ ბად­რა გუნ­ბამ „არ­ჩევ­ნე­ბის“ მე­ო­რე ტურ­ში ხმე­ბის 54.73% მი­ი­ღო და აფხა­ზე­თის „პრე­ზი­დენ­ტი“ გახ­და.