"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან

"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან

  • 27-Feb-2025, 12:29

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის თხოვ­ნა გავ­რცელ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან.

  • რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე ამ­ბობს, სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გი, თა­მარ ნი­ნი­ძე და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ცხედ­რის და­ტი­რე­ბას ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხებს მისი ასა­კო­ვა­ნი დედა, და და 14 წლის შვი­ლი.

ისი­ნი სხვა სოფ­ლი­დან გა­მოს­ვლას და გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე:

- ჩემი ოჯა­ხია იმ სო­ფელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ჭან­ჭათ­ში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, თა­მარ ნი­ნი­ძის ცხე­და­რი. გახ­ლავთ პე­და­გო­გი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ავა­დობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა­ვი და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მო­იყ­ვა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. მა­ში­ნაც ვი­თხოვ­დით გზის გაწ­მენ­დას, მაგ­რამ ვერ გა­იწ­მინ­და გზა. ერთი კი­ლო­მეტ­რი გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე ია­რეს ბი­ჭებ­მა და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ას­ვე­ნეს სახ­ლში.

თა­მარ ნი­ნი­ძე


თა­მარ ნი­ნი­ძეს ყვე­ლა იც­ნობს გუ­რი­ის სა­მი­ვე რა­ი­ონ­ში, ლან­ჩხუთ­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­ში და ოზურ­გეთ­ში, იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ზუს­ტი ასა­კი არ ვიცი, ალ­ბათ 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. სახ­ლშია დას­ვე­ნე­ბუ­ლი და სახ­ლშია მხო­ლოდ მისი მე­უღ­ლე. სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა სახ­ლამ­დე მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ერ­თა­დერ­თი 14 წლის შვი­ლი ოზურ­გე­თის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში იყო ბე­ბოს­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ იქ მის­ვლას, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ უგ­ზო­ო­ბის გამო. დედა ასა­კო­ვა­ნია და ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს.

რო­გორც ვიცი, მათ სახ­ლამ­დეც გზა გა­უკ­ვა­ლა­ვია. ნა­გო­მარ­ში მაღ­ლა ცხოვ­რო­ბენ, იქაც ორ მეტ­რამ­დე თოვ­ლია და ვე­ღარ გა­მო­აღ­წი­ეს იქი­დან. ჭან­ჭათ­ში სა­ერ­თოდ გა­უკ­ვა­ლა­ვია გზა, გაწ­მენ­დი­ლი არ არის, ვერც სა­საფ­ლა­ომ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არის გაწ­მენ­დი­ლი. ასე­თი მძი­მე ვი­თა­რე­ბაა და ვი­თხოვთ დახ­მა­რე­ბას. მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფებ­ში დავ­წე­რეთ და იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ვინ­მე, ვინც ამ ოჯახს და­ეხ­მა­რე­ბა, რომ ჭი­რი­სუ­ფალ­მა სახ­ლამ­დე მის­ვლა შეძ­ლოს. დღე­საც ვე­სა­უბ­რე დი­ლის 9 სა­ა­თიც არ იყო გამ­გე­ბელს, მი­თხრა, ტრაქ­ტო­რიც რო­მე­ლიც გა­მოგ­ზავ­ნეს გაგ­ვი­ფუჭ­დაო და შუა დღი­დან ალ­ბათ შე­ვუდ­გე­ბით გზის გაწ­მენ­და­სო. გზის წმენ­და გვერ­დი­თა სოფ­ლე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს, რომ ჩვე­ნამ­დე მო­ვიდ­ნენ. სა­ნამ დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა, ჭი­რი­სუ­ფალ­მა ხომ უნდა შეძ­ლოს ერ­თად ყოფ­ნა და გარ­დაც­ვლი­ლის და­ტი­რე­ბა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო.

ჭან­ჭათ­ში მო­ქა­ლა­ქეს სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ენგრა


წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მის დაკ­რძალ­ვა­ზე მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უნდა ახლა მის ოჯახ­ში სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლა, ოჯა­ხის ნუ­გე­ში და მას­თან გა­მო­თხო­ვე­ბა. იმ­დე­ნად მძი­მეა გუ­რი­ის­თვის მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ. იმ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლი, უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი იყო. ყვე­ლას­თან მე­გობ­რობ­და, ასა­კის სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. რო­გორც დედა, ისე იყო ჩვენ­თან, ყვე­ლას­თან. რე­პე­ტი­ტო­რიც იყო, სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და მა­თე­მა­ტი­კას და ვი­საც არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მას უფა­სოდ, უან­გა­როდ ამ­ზა­დებ­და. მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა გუ­რი­ას. დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვთ, სა­მაშ­ვე­ლომ მი­თხრა, ჩვენ ვერ ავ­დი­ვარ­თო, ვეხ­მი­ა­ნე­ბი დე­პუ­ტატს, გამ­გე­ბელს, მე­რი­ას და მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­ში ვწერთ და ვი­თხოვთ დახ­მა­რე­ბას. ზოვ­რე­თის მხა­რე არის გაწ­მენ­დი­ლი და იქი­დან უფრო ად­ვი­ლად შევ­ლენ. 2 მეტ­რი თოვ­ლია და ახ­ლაც გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. არც დენი არის, არც გაზი არ არის გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში და წყა­ლიც არ არის

- დაკ­რძალ­ვა რო­დის არის

- ჯერ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი რომ შა­ბათს ყო­ფი­ლი­ყო დაკ­რძალ­ვა, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით ამ დრომ­დე ჭი­რი­სუ­ფალ­მაც კი ვერ მი­აღ­წია სახ­ლამ­დე. ახლა უნ­დათ კვი­რას მი­ა­ბა­რონ მი­წას, ამა­საც რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ არ ვიცი, იმ­ხე­ლაა თოვ­ლის სა­ფა­რი, რო­გორ უნდა მოგ­ვარ­დეს და­საკ­რძა­ლი ად­გი­ლის მო­ძებ­ნა და შემ­დეგ რო­გორ უნდა შეძ­ლონ მე­საფ­ლა­ვე­ებ­მა მი­წის გა­თხრა. სოფ­ლებ­ში სას­წა­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ოზურ­გე­თის ცენ­ტრში თით­ქოს გაწ­მენ­დი­ლია გზე­ბი, მაგ­რამ ორი მან­ქა­ნა ვერ აუვ­ლის გვერდს ერ­თმა­ნეთს. მარ­ტო მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მან­ქა­ნე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­დის. იქ­ნებ ამ ოჯახს და­ეხ­მა­რონ, იქ­ნებ დედა, შვი­ლი და და მი­იყ­ვა­ნონ სახ­ლამ­დე, რომ და­ი­ტი­რონ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს. იმე­დია გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ მძი­მე დღე­ებ­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან ოჯახს.