ბებია და 3 შვილიშვილი, რომლებსაც დიდთოვლობის გამო 3 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს

ბებია და 3 შვილიშვილი, რომლებსაც დიდთოვლობის გამო 3 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს

  • 25-Feb-2025, 20:11

დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 2 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა გაზი, დენი და წყა­ლი, არ აქვთ წვდო­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ­ზე. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

  • დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბე­ბი­ას და სამ შვი­ლიშ­ვილს 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა რო­გორ გა­ირ­კვა ისი­ნი იპო­ვეს. ბე­ბი­აც და 3 მცი­რე­წლო­ვა­ნიც თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ამ ეტაპ­ზე უსაფრ­თხო ად­გი­ლას არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ყვე­ლა­ნი კარ­გად არი­ან. ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ! " - წერს მარი ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.