ქობულეთში, სახლთან ახლოს, კაცი გაიყინა და დაიღუპა – დეტალები

ქობულეთში, სახლთან ახლოს, კაცი გაიყინა და დაიღუპა – დეტალები

  • 25-Feb-2025, 18:29

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კაცი, სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

ინფორმაციისთვის: ქობულეთის სოფლებში გზები გაუწმენდავია, ასევე, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის გარეშეა. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ პრობლემებზე არავინ რეაგირებს.

წყარო: აჭარა თაიმსი