გარდაცვლილები, დანგრეული სახლები, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები; რა ვითარებაა ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? -"სახლმა მიიღო დეფორმაცია, ბავშვებთან ერთად ვარ"
- 25-Feb-2025, 18:24
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი რომელიც 85 წლის დედას უვლიდა.
უმწეო მოხუცი ახლა მიცვალებულთან მარტოა,რადგან დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.
კიდევ ერთი ადამიანი გარდაცივალა სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად. იური ჭუმბურიძე მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
დიდთოვლობამ გურიაში მრავალი პრობლემა შექმნა – გზების ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. რეგიონის რამდენიმე სოფელი გაზის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწვალო პროცესი დროებით შეჩერებულია. დათოვლილ გზებს მოტეხილი ხეებიც ხერგავს.
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური თოვლის გამო, დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.
რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.