გურიაში, ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება

გურიაში, ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება

  • 25-Feb-2025, 15:04

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.

მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.

ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია “გურიის მოამბე” ავრცელებს.