"მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა" - სტიქიას გურიაში მსხვერპლი მჰოყვა
- 25-Feb-2025, 00:08
დიდთოვლობასა და სტიქიას გურიაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“გურია TV”-ის ინფორმაციით, დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.
ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა.
შემთხვევა სოფელ კონჭკათის კატისციხის უბანში მოხდა.