
დიდთოვლობა საქართველოში - გურიის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობა წყლის, გაზის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უკვე მესამე დღეა, თოვს აჭაარაშიც. ამის გამოო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სასწავლო პროცესი გადაიიიდო.

“ყველაზე მთავარი რაც არის, ბევრს ჰყავს ბავშვები სახლში, მეხუთე დღე დაიწყწო და ამ საშინელ ყინვაში არ არის დენი. ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, ვერ დატოვებ სოფელს,“, - ამბობს მამუკა ღლონტი, რომელიც გურიაში იმყოფება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოინგრა სახლი, რის გამოც ოჯახი ღამეს მეზობლებთან ათევს. ასევე ერთ-ერთმა ორსულმა მანქანაში იმშობიარა, რადგან მისი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.

“თოვლმა მოიმატა. შუქი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, პური არ გვაქვს ელემენტარული. ხალხი ჩარჩენილია. მთავრობა სადაა მითხარით? ვინმე სოფელში არ ჩამოსულა. ერთი სახლი ჩამოინგრა და ის ხალხი გაიყვანეს სხვა მეზობელთან. კარი არ იღება და ფანჯრიდან დავდივართ. წყალი გაიყინა, თოვლის წყალს ვალღობთ და ვსვამთ. იმშობიარაო ვიღაცამო მანქანაში, ვერ გაიყვანესო, ახლა მომაწოდეს“ - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 112-ში რეკავენ, სადაც ეუბნებიან, რომ სამაშველოს გამოუშვებენ, თუმცა ატყუებენ და ამ დრომდე, ადგილზე არავინ გამოჩენილა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 26 თებერვლამდე შენარჩუნდება.