“მე მგო­ნი ვკვდე­ბი, გული მე­პა­რე­ბაო და და­ვარ­და ძირს…“ -რა დეტალები ხდება ცნობილი გორში დაჭრილ ახალგაზრდებზე?

“მე მგო­ნი ვკვდე­ბი, გული მე­პა­რე­ბაო და და­ვარ­და ძირს…“ -რა დეტალები ხდება ცნობილი გორში დაჭრილ ახალგაზრდებზე?

  • 24-Feb-2025, 00:06

სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა გორ­ში, დაჭ­რი­ლია ორი ახალ­გაზ­რდა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, 17 წლის ბიჭი მე­გო­ბარ­თან ერ­თად წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბა­ში ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი “ტვ პირ­ველ­თან“ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. მათ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ მიჰ­ყავ­დათ ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სხვა ახალ­გაზ­რდებს.

“ასე მო­დი­ო­და ბიჭი, წა­იქ­ცა და და­ი­ძა­ხეს, ცუ­დად არის, ჩქა­რაო. სას­წრა­ფოს და­ვუ­ძა­ხეთ. ერთი იქით წა­იქ­ცა, დაჭ­რი­ლი იყო და მე­ო­რე აქეთ… მე მგო­ნი ვკვდე­ბი, გული მე­პა­რე­ბაო და და­ვარ­და ძირს,“ – აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი ქა­ლის თქმით, ის ხმა­ურ­ზე გა­რეთ გა­ვარ­და და და­ი­ნა­ხა რომ ერთ-ერთი ძირს ეგდო.

“ბი­ჭე­ბი დას­ტრი­ა­ლებ­დნენ თავ­ზე, არ და­ი­ძი­ნოო და ვა­ი­მე კვდე­ბაო ყვი­როდ­ნენ. მერე მო­ვი­და პატ­რუ­ლი, სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს. ჩვენ­თვის სა­ერ­თოდ უცხო პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რნი იყ­ვნენ,“ – აცხა­დებს ქალი.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი 17 წლის არის. ორი­ვე პირი ახლა კლი­ნი­კა “გორ­მედ­ში“ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ორი­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ხა­თუ­ნა შრუ­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მრავ­ლო­ბი­თი შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, ორი­ვე ახალ­გაზ­რდას ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, დაჭ­რილ ახალ­გაზ­რდებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ებ­ში შე­მა­ვა­ლი ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო