„წყალწაღებულები ტრამპს ეკიდებიან!“ – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებაზე“
- 21-Feb-2025, 11:31
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ შესახებ ისაუბრა.
ტრამპს რომ სხვა პოზიცია დაეჭირა, იტყოდნენ სხვანაირად. გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აი, ტრამპიც კი ვერ მოერია გლობალური ომის პარტიასო. ეს რამდენჯერ მოხდება იცით, ამის ცვლილება? რამდენჯერაც კონტექსტი შეიცვლება და ეს კონტექსტი დღეს ჩამოყალიბებული არ არის – არავინ არ იცის პრაგმატული მიდგომა თეთრი სახლის პოლიტიკის კონტექსტში რას ნიშნავს და საბოლოო მიზანი რა არის.. და მოლაპარაკებების ბალანსირება და მანევრები რასაც ნიშნავს, ეს ხომ პროცესია და ესენი რომ გამოდიან და წინმსწრებად ამას ახურდავებენ (მათი ენით ვცდილობ, ვილაპარაკო) თავის შიდაპოლიტიკურ აქტივებში, ნუ, სასაცილოა!“, – თქვა გახარიამ.