21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 21-Feb-2025, 00:31

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შიშობთ, რომ შეიძლება დავალებას ვერ გაუმკლავდეთ - ამისთვის გამოცდილება, ცოდნა ან უნარები არ გეყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ყოყმანი შეიძლება შედეგზე უარყოფითად აისახოს. გირჩევთ, საქმის დაწყებამდე ეჭვები უკუაგდოთ და თუ არ გამოგივათ, დავალება ვინმე სხვას გადააბაროთ.

კურო

ენთუზიაზმი ნამდვილად არ გაკლიათ! საქმე, რომელსაც აკეთებთ, ძალიან მოგწონთ და შედეგის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებთ. პოზიტიური განწყობის წყალობით, დავალებას ადვილად გაუმკლავდებით და უამრავ თანამოაზრეს გაიჩენთ.

ტყუპები

ამბიცია თქვენს მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა! ამ დღეს უბრალოდ რაღაცის კეთება კი არა, სხვებზე უკეთ კეთება გსურთ, თანაც ისე, რომ სხვებმა შეამჩნიონ. სწორედ ამიტომ ეს დღე კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავია. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წარმატებული იქნება, თუმცა ნუ ელით, რომ გარშემო მყოფები თქვენს წარმატებას სიხარულით შეხვდებიან.

კირჩხიბი

როცა ყოველდღე ერთი და იმავეს ყურება და მოსმენა გიწევს, ეს მომაბეზრებელი ხდება. დეპრესიაში რომ არ ჩავარდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარემო შეცვალოთ ან თავად შეცვალოთ. დაიწყეთ გარდერობის განახლება და სახლიდან გადით. ახლა თქვენთვის სუფთა ჰაერის შესუნთქვა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს.

ლომი

ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ. თუ საჭიროა, მაგიდაზე მუშტის დარტყმაც უნდა შეძლოთ. გახსოვდეთ, თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, კონკურენტები თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ და უკან დახევას გაიძულებენ. ასე რომ, სხვა გზა არ გაქვთ - ან სათადარიგოთა სკამს უნდა შეეგუოთ, ან მტკიცე ხასიათი გამოიჩინოთ და პირველი ადგილი დაიკავოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი წარმატება ველოსიპედის ტარებას ჰგავს - რაც უფრო ნელა მიდიხართ, დაცემის საფრთხე მით უფრო მეტია. ასე რომ, აჩქარება აუცილებელია, თუნდაც ამისთვის მთელი ენერგიის მოკრეფა დაგჭირდეთ. თანაც სიჩქარის აკრეფის შემდეგ გაჩერებას დიდხანს ვეღარ შეძლებთ და უამრავ საქმეს გაუმკლავდებით.