ბათუმში გაუჩინარებული 14 წლის ბიჭის დედა შეუძლოდ გახდა და შეტყობინებებს ვერ პასუხობს - რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია დიაკვნიშვილის მეგობარი?
- 20-Feb-2025, 12:53
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, უკვე ერთი თვეა შვილს, ალექსანდრე მიქელაძეს სულმოუთქმელად ელოდება. მას ყველაზე მეტად შვილის ჩახუტება ენატრება.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ნათია ვერ ახერხებს შეტყობინებებს პასუხი გასცეს, რადგან შეუძლოდ გრძნობს თავს.
„ბოდიში, ამ ეტაპისთვის ნათია სმს-ებზე პასუხს ვერ გცემთ, ცოტა შეუძლოდ არის“,- წერს ნათიას მეგობარი მის გვერდზე.
ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.