"7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა" - ვრცელდება მძიმე ინფორმაცია ქვემო ქართლში ნახეთ როგორია ბავშვის მდგომარეობა

"7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა" - ვრცელდება მძიმე ინფორმაცია ქვემო ქართლში ნახეთ როგორია ბავშვის მდგომარეობა

  • 20-Feb-2025, 11:56

"ინფო რუსთავს" ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც საინფორმაციო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.