ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ემშვიდობება – ქართველმა მებრძოლმა სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო!
- 20-Feb-2025, 11:09
ილია თოფურია კარიერაში ახალ გამოწვევას მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად “UFc-ს” პრეზიდენტმა დენა უათმა განაცხადა.
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საჩემპიონო ტიტულს ვაკანტურს გახდის და მსუბუქ წონაში იასპარეზებს.
“თოფურია თვლის, რომ ამ წონისთვის თავი ამოწურა და აპირებს მსუბუქ წონაში გადანაცვლებას, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება, თუ ვინ იქნება ახალ წონაში ილიას მეტოქე ჩვენ ამას მომავალში გაცნობებთ ” – განაცხადა დენა უათმა.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი დიდი ხანია ელის ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩაევის დაპირისპირებას, რომელიც სწორედ მსუბუქი წონის ჩემპიონია, მაგრამ ნაკლებია შანსი ახალ წონაში ილიას პირველი მეტოქე ქამრის მფლობელი იყოს.