“იყო გაუგებრობა" - რა მოხდა ხვიჩას და პარიზელ თანაგუნდელებს შორის

“იყო გაუგებრობა" - რა მოხდა ხვიჩას და პარიზელ თანაგუნდელებს შორის

  • 20-Feb-2025, 10:35

ხვიჩა კვარაცხელიამ და პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მოსამზადებლად შეხვედრა ტულუზას წინააღმდეგ გამართეს, სადაც ქართველმა მონაწილეობა სრულფასოვნად მიიღო.

თამაშის შემდეგ დაიწერა, რომ პარიზელთა შეტევაში პასების სიზუსტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ხვიჩას ჰქონდა, რის გამოსასწორებლადაც კვარამ გუნდელებთან საუბარი აქტიურად დაიწყო.

აი, რას წერს L'equipe ამ საკითხთან დაკავშირებით:

“ბოლო მატჩებში ბევრი არაზუსტი გადაცემა გააკეთა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდელებს არ იცნობს. ეს ლოგიკურია. ადაპტაციას თავისი დრო უნდა და იოლი არაა, რომ ასეთ ვითარებაში შენი თავი მონახო.

კვარას და მის გუნდელებს შორის გაუგებრობა იყო, რის გამოც ქართველი მათ აქტიურად უხსნიდა თუ რას და როგორ თამაშს ელოდა მათგან.”- წერს გამოცემა.