20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 19-Feb-2025, 23:44

ვერძი

თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და დაფიქრდით სწორ სტრატეგიაზე, შეეცადეთ, კი არ მიჰყვეთ სიტუაციას, არამედ, მოახერხოთ მისი მართვა, შეხედეთ ვითარებას სხვისი თვალით და ისე იმოქმედეთ.

კურო

დღეს, შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები. ადვილად მოიპოვებთ ყველას მხარდაჭერას. მოიგებთ პარტნიორთა გულებს და აიმაღლებთ ავტორიტეტს.

ტყუპები

არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და ხელი არ ჩაიქნიოთ თქვენს ჩანაფიქრზე, მიუხედავად კონკურენტების გამძაფრებული აქტიურობისა, განაგრძეთ თქვენი გზა, გჯეროდეთ, გამარჯვება აუცილებლად მოვა.

კირჩხიბი

სიზამრაცე ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმეების ნორმალურად შესრულებაში. ბიძგის გარეშე, გაგიჭირდებათ მობილიზება და დავალებების შესრულება, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო იპოვეთ, სწრაფად მოახერხებთ მწყობრში ჩადგომას.

ლომი

თქვენი აქტიურობა და ენერგია დღეს არ არის სათანადო დონეზე, შესაძლოა, პასიურობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, მაგრამ თუ საქმეს გულს დაუდებთ და თავს ხელში აიყვანთ, საინტერესო შედეგებს მიიღებთ.

ქალწული

თავი დაანებეთ ღრუბლებში ფრენას და მიწაზე დაეშვით, თვალი მიადევნეთ ცვალებად ვითარებას და გარშემომყოფთა რეაქციებს, თუ არ კონცენტრირდებით საქმეზე, შეცდომებს დაუშვებთ და ძალიან ინანებთ ხელიდან გაშვებულ შანსებს.