უმძიმესი ავარია ლილოში! დაღუპულია ახალგაზრდა კაცი – რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?
- 19-Feb-2025, 14:02
ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 36 წლის ზაურ ალიევი.
ავარიის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა – ისინი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.