"ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლების მიმართულებით" - დავით ქაცარავა ინფორმაციას ავრცელებს
- 17-Feb-2025, 20:27
დავით ქაცარავა ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.
ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს.
გადამწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.
რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები?არაფერს. ელოდებიან.
არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება. კიდიათ რა." - წერს მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.