“შენს გზას ყოველთვის ღირსეულად გავაგრძელებ” – ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
- 16-Feb-2025, 20:57
მომღერალ ლიზი დარასელიას ბაბუა გარდაეცვალა.
შენ იყავი ჩემი სიძლიერე,შენ მასწავლე, როგორ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, კეთილი და შეუპოვარი.
ახლა მარტო ვდგავარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი შენ არასდროს მიმატოვებ. შენი სიყვარული ჩემს სულს ყოველთვის გამათბობს და შენი ხმა, შენი რჩევები, სამუდამოდ დარჩება ჩემს ფიქრებში.
მიყვარხარ ბაბუ, უსაზღვროდ მიყვარხარ. შენს ხსოვნას და შენს გზას ყოველთვის ღირსეულად გავაგრძელებ. შენც იცი, რომ შენი შვილიშვილი ყოველთვის შენი სიამაყე იქნება.” – წერს ლიზი სოციალურ ქსელში.