აფეთქება ახალციხეში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

აფეთქება ახალციხეში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

  • 30-Jan-2025, 23:21

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „სმარტის“ შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება, მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  „ვესაუბრე, კარგად არის უბრალოდ გასასვლელია ჩამონგრეული და ამ ეტაპზე გარეთ ვერ გამოდის“,– გვითხრა სმარტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

ამ ეტაპზე, აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.