“ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე?
- 16-Feb-2025, 14:38
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა – დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.
“2 ბავშვი გამოგვეცალა ხელიდან. აქ რომ მეორე ეტაპი შენდება , უსაფრთხოება არ არის დაცული , არც არასდროს ყოფილა…უნდა მოსულიყვნენ და უსაფრთხოება დაეცვათ, შემოეხაზათ გარე პერიმეტრი და შემდეგ დაეწყოთ მუშობა. ასე არ ყოფილა. ასე, რომ ყოფილიყო და უსაფრთხოება დაეცვა მთავრობას, ჩემი აზრით, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა” – ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
“მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“ – უყვება რადიო თავისუფლებას დაღუპული ბავშვების ახლობელი.