თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო - რას წერს ადგილობრივი მედია

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო - რას წერს ადგილობრივი მედია

  • 16-Feb-2025, 11:54

თურქეთში, ქალაქ ბინგიოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:24 საათზე მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი 12,79 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბინგიოლის გუბერნატორის განმარტებით, "მიწისძვრას რაიმე ნეგატიური შედეგი არ გამოუწვევია".