ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა - "უბედურ შემთხვევას მისი უფროსი შვილი შეესწრო"
- 16-Feb-2025, 01:06
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როცა ლიანდაგებზე გადადიოდა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. ნანოს სამი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიას მისი უფროსი შვილი შეესწრო" - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.