"საშინელი კივილის ხმა გავიგონე...მინიმუმ 15 მეტრით მოისროლა" - გლდანში სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა: როგორია გოგონას მდგომარეობა
- 15-Feb-2025, 12:55
თბილისში წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა სკოლის მოსწავლე. შემთხვევა გლდანში მოხდა.
"საშინელი მუხრუჭის და კივილის ხმა გავიგონე. თეთრი მანქანა შეასკდა ახალგაზრდა გოგონას და მინიმუმ 15 მეტრით მოისროლა. ახლაც შოკში ვარ. ძალიან მინდა იმის გაგება ვინ არის დაზარალებული და როგორ მდგომარეობაშია ახლა ის" - ჰყვება თვითმხილველი.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.