“თამთა საბერძნეთში რომ ჩავიდა დამლაგებლად მუშობდა, ახლა კი თავის დამლაგებელს..” – ნახეთ როგორ ექცევა თამთა გოდუაძე თავის დამლაგებლებს, ამას არავინ მოელოდა
- 14-Feb-2025, 15:10
თამთა გოდუაძის რჩეული პერის ჰილტონის ყოფილი შეყვარებულია. წყვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, რაზეც ბერძნული ტაბლოიდები ხშირად წერენ
ბერძნული გამოცემა Patkiout.gr-ის ინფორმაციით, თამთასა და პარის კასიდიკოსტას ზღაპრულ სახლში მუშაობენ ქალბატონები, რომელთა მიმართაც წყვილი განსაკუთრებულ პატივისცემასა და ყურადღებას იჩენს. ამავე წყაროს ინფორმაციით, თამთა გულუხვად ასაჩუქრებს თავის დამხმარეებს და მისი ასეთი დამოკიდებულება მეტწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ ის წლების წინ თავად მუშაობდა ამავე პოზიციაზე.
მედია წერს, რომ თამთა არასოდეს ივიწყებს, რომ როდესაც საბერძნეთში პირველად ჩამოვიდა, ერთ-ერთ ოჯახში 24 საათიან სამსახურში მუშაობდა და მათ ორ ბავშვს უვლიდა, სახლის დალაგების პარალელურად. სწორედ ამიტომ, თამთა დიდ პატივისცემას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ახლა თავად ჰყავს დასაქმებული.
თამთა გოდუაძემ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. რამდენიმე წელია ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს. სასურველი სასიძო 2015 წლიდან დაკავებულია. თამთა გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი პერის კასიდოკოსტას-ლაცისია. პერისი 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. 2005 წლის მაისში ამერიკული ტაბლოიდები პერის ჰილტონის დაოჯახების შესახებ წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ლაცისი აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს იმავე წლის სექტემბერში დაშორდნენ.
ურთიერთობას თამთა საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს იმდენად უხდება, რომ პაპარაცები უახლესი ფოტოების გაზიარებას ვერ წყვეტდნენ. 2015 წლიდან დღემდე წყვილი ერთად ცხოვრობს. უკანასკნელი სურათები საბერძნეთის ჯადოსნური და მდიდრული ქალაქიდან ვულიაღმენიდან გავრცელდა. თამთა გოდუაძე შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე სეირნობს. წყვილს სტილიც კი ერთნაირი აქვს.
მომღერლის ცხოვრებისეული ისტორია დრამატულად ვითარდებოდა. თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, 5 წლის ასაკიდან დაიწყო სიმღერა, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.