"ხალხი შოკირებულია, ფასი იმდენად გაიზარდა" - რა ღირს გრამი ოქრო თბილისში?

"ხალხი შოკირებულია, ფასი იმდენად გაიზარდა" - რა ღირს გრამი ოქრო თბილისში?

  • 13-Feb-2025, 13:15

მსოფ­ლიო ბირ­ჟებ­ზე ოქ­როს ფა­სის მკვეთ­რი ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" „ოქ­როს კი­დობ­ნის“ დი­რექ­ტო­რი ნანა სონ­გუ­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ჟა­მად ერთი გრა­მი 958 სინ­ჯი ოქ­როს ფასი 200 ლა­რამ­დეა გაზ­რდი­ლი. ეს კი მა­შინ, როცა წინა თვე­ებ­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბა 180 ლარს შე­ად­გენ­და.

ამასთანავე, „ოქროს კიდობანში“ მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ადგილობრივებისგან, ისე უცხოელი ტურისტებისგან, თუმცა, მაღალი ფასის გამო შეძენისგან თავს იკავებენ.

„ადგილობრივი მყიდველიც მოდის და უცხოელიც. თუ მოხვდა ჩვენს ბაზარზე უცხოელებიც ყიდულობენ ოქროს. ტურისტებს ეძვირებათ ხოლმე ოქრო ჩვენთან, ჰგონიათ რომ საქართველოში ოქრო იაფია და რატომ ჰგონიათ ასე, ვერ გეტყვით. ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე“, - განაცხადა ნანა სონგულიამ.

შეგახსენებთ, ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟაზე რეკორდულ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 10:00 საათისთვის 1 უნციას ფასი 2 917 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ოქრო 7.7%-ით, ხოლო ბოლო ერთი წლის ჭრილში 45.5%-ით არის გაძვირებული.