ერთი უბრალო ზეთი ამარცხებს ფსორიაზს, სოკოს, გაციებას, აკნეს და არა მხოლოდ
- 13-Feb-2025, 11:37
ჩაის ხის ზეთი სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. სასარგებლო თვისებებით მდიდარი ეს ეთერზეთი მიიღება ჩაის ხის (Melaleuca alternifolia) ფოთლებისგან და მას აქვს გამჭვირვალე ან ღია ყვითელი შეფერილობა.
მოცემული ზეთი ცნობილია თავისი გამწმენდი თვისებებით. ავსტრალიელი აბორიგენები აგროვებდნენ ამ ფოთლებს და სუნთქავდნენ მის ორთქლს სასუნთქი გზების გასაწმენდად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.
გარდა ამ თვისებებისა, ჩაის ხის ეთერზეთი ფლობს კიდევ არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ზეთი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
თუ საჭმლის მონელების გაუმჯობესება და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღება გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ ჩაის ხის ეთერზეთი შინაგანად.
გახსენით 1 წვეთი ზეთი 120 მლ წყალში და მიირთვით ის ყოველ დილას, უზმოზე.
გარდა ამისა, მოცემული ზეთის დამატება შეგიძლიათ თბილ ჩაიში, ციტრუსების სასმელებში და კოქტეილებში. ასე თქვენ გაიძლიერებთ იმუნიტეტს და საიმედოდ დაიცავთ თავს სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან.
გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო პროდუქტი, არა? თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ჩაის ხის ზეთს და პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. ისინი მადლიერები დარჩებიან.