სად ნახეს ბოლოჯერ დაკარგული მოზარდი – “საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული…”

სად ნახეს ბოლოჯერ დაკარგული მოზარდი – “საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული…”

  • 12-Feb-2025, 18:31

14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ოჯახი 16 იანვრის შემდეგ ეძებს. მოზარდი უკვალოდ გაუჩინარდა. ისინი დღეს ტელეეთერით შვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. 

“ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა. არ ვიტირებ, დე” – ამბობს ალექსანდრეს დედა. მისი თქმით, შვილი ეუბნებოდა, რომ მასთან წაეყვანა.

“დე, თავისუფლად მინდა ვიყო. შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლადო.” – იხსენებს ალექსანდრეს დედა შვილის ნათქვამს.

“საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული. განგაშის ზარი დავეცი ეგრევე, როგორც კი ეს პოსტი ვნახე” – ამბობს ალექსანდრეს დედა, ნათია.

“დაყრილი არაფერი იყო. ქურთუკიც დაკეცილი, ჩანთა დადებული, ტელეფონი ავიარეჟიმზე დაყენებული” – იხსენებს ალექსანდრეს მამა.

ალექსანდრეს დედა, ნათია, საკუთარ შვილს მიმართავს და ეუბნება, თუ გამოჩნდება, აუცილებლად დედასთან იცხოვრებს.