ბექა ჯაიანს ამის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი” – რას ამბობს ადვოკატი მკვლელობის მოტივზე

ბექა ჯაიანს ამის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი” – რას ამბობს ადვოკატი მკვლელობის მოტივზე

  • 12-Feb-2025, 14:48

28 ჭრი­ლო­ბი­დან სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნი მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის იყო, – ამის შე­სა­ხებ 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

“შან­ტა­ჟის შე­ე­შინ­და, რო­გორც პი­რა­დად მისი, ასე­ვე მშობ­ლე­ბის მი­მართ იყო შან­ტა­ჟი, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლია. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს დას­კვნი­თი სი­ტყვის დროს შე­ვა­ჯა­მებ”,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.