“იარაღით 10-მდე ჭრილობა მიაყენა კაცს, რომელიც მისი ნათელ-მირონი იყო…”- რა დეტალები ხდება ცნობილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ?

“იარაღით 10-მდე ჭრილობა მიაყენა კაცს, რომელიც მისი ნათელ-მირონი იყო…”- რა დეტალები ხდება ცნობილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ?

  • 09-Feb-2025, 21:49

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1-ელ თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად პირი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-მ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა. “ტვ პირ­ვე­ლი“ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “მკვლე­ლო­ბა ბა­თუ­მი­სა და თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მოხ­და. 34 წლის მა­მა­კა­ცი მე­ო­რე სარ­თულ­ზე დღის ექვს სა­ათ­ზე ისე აი­პა­რა, რომ ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა.

ია­რა­ღი ეს­რო­ლა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მყოფ ძაღლს და შემ­დეგ 37 წლის კაცს, რო­მე­ლიც მისი ნა­თელ-მი­რო­ნი იყო. მა­მა­კაცს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ათამ­დე ჭრი­ლო მი­ა­ყე­ნა. შემ­დეგ კი გა­იქ­ცა,“ – აღ­ნიშ­ნავს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. მათი თქმით, პი­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.