9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- 08-Feb-2025, 22:52
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გირჩევთ, ღრუბლებში ფრენა დაასრულოთ და მიწაზე დაეშვათ, რათა დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და კრიტიკა გაითვალისწინეთ - ასე ჩანაფიქრის განხორციელება გაგიადვილდებათ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ - ამ დროს მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილი იქნება. თუ რამე არ გამოდის, ნუ ეცდებით ნებისმიერ ფასად დაასრულოთ - ჯობია, სამომავლოდ გადადოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ტყუპები
დროა, მოძველებულისგან გათავისუფლდეთ და ადგილი რაღაც ახალსა და საინტერესოს დაუთმოთ. ეცადეთ, ახალ საქმეს მეტი ყურადღება მიაქციოთ და თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში და გულწრფელობას მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.
კირჩხიბი
ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ან შეხვედრები არ დაგეგმოთ - გარემოებები სწრაფად იცვლება, პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს ჩნდება და სასურველი შედეგი მიღება გაგიჭირდებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. თუ შემთხვევით მეგობრის საიდუმლო გაიგეთ, არავის უამბოთ, თორემ პრობლემებს შეიქმნით.
ლომი
ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და დილიდან საქმის კეთება დაიწყოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ნაყოფიერ და ემოციებით სავსე დღეს უზრუნველყოფს. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც საღამომდე ვერ დაასრულებთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ. საქმიანი ურთიერთობები ყველაზე წარმატებული დღის პირველ ნახევარში იქნება. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.
ქალწული
მომატებული ემოციური ფონის გამო თავის გაკონტროლება გიჭირთ. ეს როგორც სამუშაო საკითხებს, ასევე პირად ურთიერთობებს ეხება. სირთულეების მიუხედავად, წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება. თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რომანტიკული პაემანი ამ დღისთვის არ დაგეგმოთ.