ეს არ გეცოდინებოდათ! გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

ეს არ გეცოდინებოდათ! გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

  • 08-Feb-2025, 14:29
ვფიქრობ ყველა ოჯახში ნახავთ ზეთის ბოთლს. მას საპატიო ადგილი უჭირავს სამზარეულოში და ყველაზე მეტად გამოყენებადი ინგრედიენტია. ზოგი მას გაზქურასთან ახლოსვე ტოვებს, ზოგი კი ინახავს ახლომდებარე კარადაში. თუმცა რამდენად მართებულია მისი ამ ფორმით შენახვა?
გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა
როგორც აღმოჩნდა ეს პროდუქტი საკმაოდ მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. ტემპერატურის ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება და მზის სხივების მოქმედება შესაძლოა ზეთის გაფუჭების მიზეზი გახდეს. ეს აისახება არა მხოლოდ მის გემოზე, არამედ ის საშიშიც ხდება ორგანიზმისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად მოდით გავიგოთ როგორ პირობებში ჯობია ზეთის შენახვა.

სად და როგორ შევინახო ზეთი

შენახვის ტემპერატურა

  • ტემპერატურის რეჟიმი დამოკიდებულია ზეთის სახეობაზე. მაგალითად, რაფინირებული ზეთის შენახვა შესაძლებელია +5-დან +20 გრადუსამდე. არარაფინირებული ზეთი უფრო პრეტენზიულია. მისი შენახვა ჯობია სითბოსგან და სინათლისგან შორს +10-დან +15 გრადუსამდე. რაფინირებულისგან განსხვავებით, გახსნის შემდეგ მისი გადატანა რეკომენდირებულია შუშის ჭურჭელში.
  • რაც შეეხება მაცივარს, აქაც არის გარკვეული წესების დაცვა საჭირო:

1. არ უნდა შეინახოთ ზეთის ბოთლი მაცივრის კარებზე, რადგან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება გამოიწვევს პროდუქტის გაფუჭებას და სასარგებლო თვისებების დაკარგვას.