იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

  • 08-Feb-2025, 14:06

როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში (მჩხიბავებმა რომ არ გაგთვალონ)

კარგი იქნება, თუ მათხოვარს მოწყალებას ეკლესიში შესვლამდე მისცემთ და თქვენთვის ჩაილაპარაკებთ: „დაე არ გახდეს მწირი გამცემის ხელი“. ეკლესიიდან გამოსვლისას არ არის სასურველი მოწყალების გაცემა, რადგან ფულთან ერთად შენ გასცემ იმას, რისთვისაც მოხვედი, რაც შესთხოვე ღმერთს და წმინდანებს.

ჯადოქრების გამოცნობა შესაძლებელია. ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ყურადღება მიაქციე შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ჯადოქარი (მჩხიბავი) ცდილობს თითები გადაჯვარედინებული ჰქონდეს, ან თვითონ ხელები ისე, რომ მარცხენა ხელი ედოს მარჯვენაზე. ტაძარში ისინი ყოველთვის დგებიან ისე, რომ ზურგი დაფარული იყოს საკურთხევლისგან. ხოლო ეკლესიიდან გადიან შეძლებისდაგვარად ნელა და ზურგით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეკლესიაში შეიძლება შემოგიარონ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელი შეგახონ და შემდეგ შენს უკან დადგნენ, ენერგია რომ გამოგაცალონ. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე, მორიდების გარეშე შეეხე ამ ადამიანს
მარცხენა ხელით, უკან რომ დაუბრუნდეს ცუდი ენერგია (გათვალვა).

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქცოთ სანთლებს, რადგან ხშირად სწორედ მათი დახმარებით ატარებენ სხვადასხვა რიტუალს მჩხიბავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, როდესაც უამრავი ადამიანი ანთებს სანთელს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად საეკლესიო სანთელი

1. თავიდან, ზოგმა არ იცის სად დატოვოს ანთებული სანთელი. ასეთ ადამიანთან აუცილებლად ეცდება მივიდეს მჩხიბავი რჩევით. მას ეუბნებიან „ჩადგი სანთელი და ეკლესიიდან ზურგით გადი“. თუ ასე მოიქცევი, შენ თავს ჯადოთი დაიზიანებ.