“გადამიღეს და დამიდგინდა…მკურნალობას ვაგრძელებ”- რას ჰყვება მერაბ სეფაშვილი?
- 07-Feb-2025, 14:29
მომღერალმა, მერაბ სეფაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
“საბედნიეროდ კარგად ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მკურნალობას ვაგრძელებ. სერიოზული ანთება მქონდა ორივე ფილტვში. მდგომარეობა საკმაოდ რთული მქონდა.
არანაირი სიპტომი არ მქონია. არც გაციებული ვყოფილვარ, არც მახველებდა, რამე ხო უნდა მეგრძნო? ღამე უცებ ამიწია სიცხემ. ერთი დღე ძალიან მაღალი ტემპერატურა მქონდა და რომ აღარ დამიწია, მერე უკვე ლევან რატიანთან მივედი. ლევანი ჩემი მეგობარია… გადამიღეს და ორმხრივი პნევმონია დამიდგინდა. მოკლედ რომ ვთქვათ დროულად მივედი.
იმ დღეს უკვე დამძიმებული ვიყავი და კიდევ კარგი მალე მივედი, თორემ ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვებოდა”, – თქვა სეფაშვილმა.