ვანგას პატარა მემკვიდრის, კაედე უბერის შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებები
- 04-Feb-2025, 16:23
დრო მიდიოდა, ვანგა არ ჩქარობდა თავისი მემკვიდრის დასახელებას.ნათელმხილველი დუმდა და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი ისევ გამოჩნდებოდა. ვანგა, როგორც ყოველთვის, მეტაფორებით და ნაწყვეტი ფრაზებით საუბრობდა.
მხოლოდ ნათელმხილველის სიკვდილის შემდეგ გახდა შესაძლებელი შეეკრიბათ ეს საიდუმლო მოზაიკა. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ როცა ახალ საუკუნეში ევროპა ცეცხლის კვამლში გაეხვევა, მის გულში დაიბადება განსაკუთრებული გოგონა, რომელსაც დიდი ნიჭი ექნება.
ბავშვი- სასწაული მრავალი წელი ეძებეს-დაწყებული 2000 წლიდან, მაგრამ უშედეგოდ. ამოცანის გასაღები მხოლოდ 2009 წელს გამოჩნდა. პატარა ფრანგულ გაზეთში მცირე ზომის სტატია დაიბეჭდა გოგონაზე, რომელიც ცხოვრობს მონპელიეში, ესაუბრება სულებს და ხედავს მომავალს. და აქ უკვე ნათელი გახდა, რომ ასრულდა ვანგას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება.
და მაინც, უცნაურ ბავშვში მეორე ვანგა მაშინვე ვერ ამოიცნეს.
დაიწყო მისი ნიჭის შემოწმებები ჯერ სახლის პირობებში, შემდეგ კი მრავალი სკეპტიკოსის და ექსტრასენსის თანდასწრებით. ყველა გამოცდა გოგონამ წარმატებით გაიარა და ეჭვი მის ფანტასტიურ შესაძლებლობებში არ დარჩენილა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ნადირობა პატარა ნათელმხილველზე.
სულ მალე გოგონას ოჯახი